წეროვანთან სამგზავრო მიკროავტობუსისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
წეროვანთან სამგზავრო მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა.
როგორც პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. უწყების ცნობით, დაშავებულები მცხეთის კლინიკებში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.