ოფიციალური ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე მდებარე „ემ ბი სის“ შენობაში ცხრა მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი იმყოფება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ წერეთლის გამზირზე მომხდარ ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სიმ“ განცხადება გაავრცელა, სადაც როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, ყველაფერს გააკეთებენ, რათა პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.
წერეთლის გამზირზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, „მოამბის“ რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს.