წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა [ფოტო]
წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა [ფოტო]

წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა.

ადგილზე დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საგზაო ნაწილში სამუშაოები დასრულებულია.

„არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ პროექტი მთლიანად დამთავრებულია, შეცდომაში არ შევიყვანოთ საზოგადოება. აქ საგზაო ნაწილზე იყო საუბარი და ეს სამუშაოები მორჩენილია. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა, გამწვანებითი სამუშაოები, ახალი განათების ბოძები გზის ერთ მხარეს უკვე დამონტაჟებულია, თავისი ტროტუარების განათებებით და მეორე მხარეს მიმდინარეობს სამუშაოები. პარალელურად ეზოებში შესასვლელი მიერთებები გაკეთდება, დაიგება ახალი ასფალტი, დაიხაზება, ახალი შუქნიშნები დამონტაჟდება, ანუ ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც სხვა გამზირების შემთხვევაში და მართლა ძალიან ლამაზი გამზირი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, წერეთლის გამზირზე სამუშაოები მარტში დასრულდება.