თბილისში, წერეთლის გამზირზე ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა. შემთხვევის შედეგად მოკლულია მამაკაცი, ხოლო დაჭრილია ქალბატონი.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახში ძალადობის ნიადაგზე მოხდა, დაკავებულია ერთი პირი.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.