წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო ცაბაძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო ცაბაძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო 25 აპრილის 23:00 საათიდან სამი დღის განმავლობაში გიორგი ცაბაძის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად.

„კერძოდ, „დინამო არენის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით დიმიტრი ყიფიანის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთის გავლით, ხოლო საპირისპირო მიმართულებით მტკვრის მარცხენა სანაპიროდან „დინამო არენისკენ“ გადაადგილება დროებით შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.