წელს პარლამენტში გიორგი გახარიას მეხუთედ უსმენენ - ყველა ჩვენი გეგმა, ქმედება, პოზიცია, ყოველთვის იყო და იქნება გახსნილი
პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ვიცე-პრემიერის, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გამოსვლა დაიწყო. გიორგი გახარიამ დეპუტატებს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშს და ასევე, უპასუხებს ყველა შეკითხვას.
“დღეს ჩემთვის არის მეხუთე საპატიო ჯერი, როდესაც ამ ტრიბუნაზე ვდგავარ ერთი წლის განმავლობაში და მაქვს პატივი, მივმართო საქართველოს პარლამენტსა და პარლამენტარებს. რა თქმა უნდა, დღევანდელი გამოსვლით, კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენს პატივისცემას საპარლამენტო დემოკრატიისა და საპარლამენტო ზედამხედველობისადმი. შესაბამისად, ვეცდებით, პასუხი გავცეთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში და, რომელიც გაქვთ თქვენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენი გეგმა, ქმედება, პოზიცია ყოველთვის იყო და იქნება გახსნილი, დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა გააკეთა, რა გეგმები აქვს და რა მიმდინარე პროექტები აქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.