Washington Post - წელს აშშ-ის სკოლებში უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე სამხედრო სამსახურში
2018 წელს აშშ-ის სკოლებში უფრო მეტი ადამიანი მოკლეს, ვიდრე სამხედრო სამსახურში. ამის შესახებ Washington Post წერს.
ამავე მონაცემებით, ყოველ წელს მკვლელობა აშშ-ის სულ მცირე 10 სკოლაში ხდება.
Washington Post-ის ცნობით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 16 მაისამდე შტატების სკოლებში 16 თავდასხმა მოხდა და 29 ადამიანი დაიღუპა. შედარებისთვის, ამავე პერიოდში, სამხედრო სამსახურში სულ 13 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა
სტატისტიკური მონაცემებით, 1999 წლიდან ამერიკულ სკოლებში ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობა სხვადასხვა ფორმით 187 ათას მოსწავლეს შეეხო.
აშშ-ის სკოლაში სროლის კიდევ ორი შემთხვევა გუშინ მოხდა. ტეხასის შტატში 10, ხოლო ჯორჯიაში ერთი ადამიანია გარდაცვლილი. აშშ-ის პრეზიდენტმა გლოვის დღეები გამოაცხადა და მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვის პირობა დადო.