Washington Post - ჯამალ ხაშოგის ცხედარი მჟავის საშუალებით გააქრეს
Washington Post - ჯამალ ხაშოგის ცხედარი მჟავის საშუალებით გააქრეს

Washington Post – ის ინფორმაციით, მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის ცხედარი მჟავის საშუალებით გააქრეს. ეს ინფორმაცია გამოცემას ერთ-ერთმა თურქმა მაღალჩინოსანმა მიაწოდა.

მაღალჩინოსნის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლება იმ ვერსიას განიხილავს, რომ მოკლული ჟურნალისტის ცხედარი მჟავის საშუალებით, საკონსულოს ან რეზიდენციის ტერიტორიაზე გააქრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბიოლოგიური მტკიცებულება საკონსულოს ეზოში აღმოაჩინეს.

ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. ორი კვირის შემდეგ საუდის არაბეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ჟურნალისტი საკონსულოში ჩხუბის დროს გარდაიცვალა. თურქეთის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ხაშოგი წინასწარ დაგეგმილი ოპერაციის ფარგლებში მოკლეს, მისი ცხედარი კი დაანაწევრეს.