ჟურნალისტ ბობ ვუდვორდის წიგნის თანახმად, ჯო ბაიდენმა თანაშემწეებთან საუბარში ბენიამინ ნეთანიაჰუ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია
ჟურნალისტ ბობ ვუდვორდის წიგნის თანახმად, ჯო ბაიდენმა თანაშემწეებთან საუბარში ბენიამინ ნეთანიაჰუ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თანაშემწეებთან საუბარში ბენიამინ ნეთანიაჰუ მოიხსენია, როგორც „მატყუარა“, „ნაბიჭვარი“ და „ცუდი ბიჭი“. ამის შესახებ აღნიშნულია ჟურნალისტის, ბობ ვუდვორდის წიგნში სახელწოდებით „ომი“.

წიგნი ასახავს ისრაელის პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის ნდობის დარღვევას გასული წლის განმავლობაში.

წიგნის ნაწყვეტებიდან ირკვევა, რომ ბაიდენმა ნეთანიაჰუ უწმაწური სიტყვებით მოიხსენია.

„ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში ვუდვორდი ამბობს, რომ ბაიდენი უფრო შორს წავიდა თავის თანაშემწეებთან და თქვა, რომ „19 ადამიანიდან, ვინც ნეთანიაჰუსთვის მუშაობს, 18 მატყუარაა“. „მაგრამ აქ არის სტრატეგიული, გეოსტრატეგიული რეალობა. ჩვენ ისრაელის მოკავშირეები ვართ და ბაიდენი მხარს უჭერს ამას. ბაიდენის პოლიტიკა, რეალურად, ისრაელის მხარდამჭერია“, – განაცხადა ბობ ვუდვორდმა.