წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის წინააღმდეგ, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმს იძიებს, დონალდ ტრამპმა სარჩელი შეიტანა
წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის წინააღმდეგ, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმს იძიებს, დონალდ ტრამპმა სარჩელი შეიტანა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის წინააღმდეგ, რომელიც 6 იანვრის კაპიტოლიუმზე შტურმს იძიებს, სარჩელი შეიტანა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. სარჩელი წარდგენილია კოლუმბიის ოლქის საოლქო სასამართლოში.

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო კომიტეტის წევრებმა თეთრი სახლისგან გარკვეული დოკუმენტების წარდგენა უკანონოდ მოითხოვეს. სარჩელში ნათქვამია, რომ წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს მიერ მოთხოვნილი მასალები დაცულია სამართლებრივი დოქტრინით, რომელიც თეთრი სახლის ზოგიერთი დოკუმენტის კონფიდენციალობის დაცვას ითვალისწინებს.

„კომიტეტის მოთხოვნა თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა და არ არის დაკავშირებული რამე ლეგიტიმურ საკანონმდებლო მიზანთან“, – ნათქვამია სარჩელში.

თავის მხრივ, საგამოძიებო კომიტეტის წევრები, რესპუბლიკელი ლიზ ჩეინი და დემოკრატი ბენი თომპსონი აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი გამოძიების გადადებასა და შეფერხებას ცდილობს.

6 იანვარს დონალდ ტრამპის ასობით მხარდამჭერი კონგრესის შენობაში შეიჭრა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობდა.