წარდგენის შემთხვევაში, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა, კვლავ თამარ ჟვანიამ დაიკავოს
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა, კვლავ თამარ ჟვანიამ დაიკავოს.
პირველი არხის ინფორმაციით, მმართველი გუნდი ცესკო-ს ხელმძღვანელის პოსტზე, წარდგენის შემთხვევაში, თამარ ჟვანიას კანდიდატურის მხარდაჭერას აპირებს.
„საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტს აქვს. კანონით, ცესკო-ს თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს ცესკო სრული შემადგენლობის ორი მესამედით, ფარული კენჭისყრით, ან საქართველოს პარლამენტი. კანონის მიხედვით, პრეზიდენტი ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად სამ კანდიდატურას ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან კონსულტაციების შემდეგ წარადგენს.
თამარ ჟვანიას ცესკო-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილება ამოეწურა.