წამყვანი ჩოგბურთელები განახლებული დევისის თასის წინააღმდენ გამოდიან
წამყვანი ჩოგბურთელები განახლებული დევისის თასის წინააღმდენ გამოდიან

მამაკაცთა პროფესიული ტურის (ATP) წამყვანმა ჩოგბურთელებმა წერილი გაგზავნეს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციაში. ისინი უარს ამბობენ ახალ ტურნირში მონაწილეობაზე, რომელიც 2019 წლის ნოემბერში მადრიდში უნდა გაიმართოს. ამის შესახებ წერს ფრანგული გაზეთი „ეკიპი“ (L’Equipe). ჯერჯერობით უცნობია იმ ჩოგბურთელების ვინაობა, რომლებმაც ამ წერილს მოაწერეს ხელი.

ლაპარაკია დევისის თასის განახლებულ ვარიანტზე. ახალი ფორმატის ტურნირზე უარი თქვეს ან მის პერსპექტივებზე ეჭვი გამოთქვეს ალექსანდრ ზვერევმა, როჯერ ფედერერმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა.
განახლებული დევისის თასის ორგანიზატორია „ბარსელონას“ ცენტრალური მცველის, ჟერარ პიკეს საინვესტიციო ჯგუფი.