ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფები ცნობილია #1TVSPORT
12-19 ნოემბერს პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) წლის შემაჯამებელი ტურნირი გაიმართება, რომელსაც ტურინი უმასპინძლებს.
ტურნირზე 2023 წლის მსოფლიოს რვა საუკეთესო ჩოგბურთელი ითამაშებს. მოთამაშეები ორ ჯგუფში განაწილდნენ, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო ნახევარფინალში გავა.
მწვანე ჯგუფი: ნოვაკ ჯოკოვიჩი, იანიკ სინერი, სტეფანოს ციციპასი, ჰოლგერ რუნე.
წითელი ჯგუფი: კარლოს ალკარასი, დანიილ მედვედევი, ანდრეი რუბლიოვი, ალექსანდრ ზვერევი.
ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი 1970 წლიდან ტარდება ინდივიდუალურ და წყვილთა თანრიგში. ყველაზე მეტჯერ ღონისძიებას ლონდონმა უმასპინძლა, ხოლო ტურინისთვის ეს მესამე შეჯიბრება იქნება.
ტურნირის რეკორდსმენები როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი არიან ექვს-ექვსი ტიტულით. სერბ ჩოგბურთელს წელს აქვს შანსი, ერთპიროვნული ლიდერი გახდეს. მას ასევე შეუძლია, კარიერაში მერვედ წელი მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომრის რანგში დაასრულოს.
The 2023 #NittoATPFinals singles & doubles groups are officially set. 🙌
Who are you picking to take home the 🏆 pic.twitter.com/mmNYi5NYwS
— ATP Tour (@atptour) November 9, 2023