ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 501 პოზიციით დაწინაურდა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 501 პოზიციით დაწინაურდა #1TVSPORT

ესპანეთის ქალაქ მურსიაში გამართული ჩელენჯერის ტურნირის შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 501 პოზიციით დაწინაურდა.

ბასილაშვილმა მურსიაში ექვსი შეხვედრა მოიგო, ფინალში გავიდა და იქ 19 წლის პორტუგალიელ ენრიკე როკასთან სამ სეტში დამარცხდა.

ამჟამად ქართველ ჩოგბურთელს ATP-ის რეიტინგში 61 ქულა აქვს და მსოფლიოს 585-ე ჩოგანია. გასულ კვირას ის კლასიფიკაციაში 1086-ე გახლდათ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ახლა ნეაპოლის 125-ქულიან ტურნირში ჩაერთვება. ქართველის პირველი მეტოქე ტუნისელი ჩოგბურთელი აზიზ დუგაზი იქნება.