ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე მეორე ტურში წააგო - შეწყდა სერბის 19-მატჩიანი მოგებების სერია #1TVSPORT
ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე მეორე ტურში წააგო - შეწყდა სერბის 19-მატჩიანი მოგებების სერია #1TVSPORT

იტალიის ქალაქ ტურინში ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო. მეორე ტური გაიმართა იმ ჯგუფში, რომელშიც მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოდის.

სერბმა სამი საათი და 11 წუთი გაატარა კორტზე და სამ სეტში დამარცხდა იტალიელ იანიკ სინერთან – 5:7, 7:6(7:5), 6:7(2:7). ამით შეწყდა ჯოკოვიჩის 19-მატჩიანი მოგებების სერია.

ორივე ჩოგბურთელი ძალიან კარგად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე, ამიტომაც მათ მხოლოდ 3-3 ბრეიკპოინტი ჰქონდათ, რომელთაგანაც სინერმა ორი გამოიყენა, ჯოკოვიჩმა – ერთი.

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში დანიელმა ჰოლგერ რუნემ ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა, რომელმაც პირველ სეტში ტრავმის გამო ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება და ტურნირი დატოვა. მას ჯგუფში პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი შეცვლის.

ორი ტურის შემდეგ სინერი ორი მოგებით ლიდერობს, თითო მოგება აქვთ რუნესა და ჯოკოვიჩს. ბოლო ტურში სინერი რუნეს შეხვდება, ჯოკოვიჩი – ჰურკაჩს.