Wales Online - უელსმა თამაში დამაიმედებლად დაიწყო, მაგრამ ამაყი ოპონენტის წინაშე გზიდან გადაუხვია
„უელსი საქართველოს წინააღმდეგ თამაშში კოჭლობდა და მდგომარეობა ყოველ წუთს უფრო მძიმდებოდა“ – ასე შეაფასა უელსის გამოცემამ WalesOnline-მა დღევანდელი თამაში. გამოცემა აღნიშნავს, რომ უელსმა თამაში დამაიმედებლად დაიწყო, მაგრამ ამაყი ოპონენტის წინაშე გზიდან გადაუხვია.
სპორტული მიმომხილველი სტატიაში წერს, რომ საქართველოს ნაკრებმა არაკომფორტული საღამო მოუწყო უელსის ნაკრებს და დაამტკიცა, რომ მათი სურვილი, ითამაშონ 6 ერის გაფართოებული შემადგენლობაში, ნამდვილად ღირსეულია.
ჟურნალისტი წერს, რომ საქართველოს ნაკრებს დიდი შანსი ჰქონდა, შეხვედრა ფრედ დასრულებულიყო.
კარდიფში, უელსის მთავარ სტადიონზე უელსი-საქართველოს სარაგბო მატჩი ანგარიშით 13:6 დასრულდა.