წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად შიდა გზები დაზიანდა, დაიტბორა ყანები
დასავლეთ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად წალენჯიხაშიც ძლიერი წვიმა და ქარია.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, სტიქიამ პრობლემები გამოიწვია, სოფლებში – ობუჯი, ჯგალი, ჩქვალერსა და საჩინოში შიდა გზები და ხიდები დაზიანდა, ასევე დაზიანდა თხილის პლანტაციები და სიმინდის ყანები.
ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.
მუნიციპალიტეტში ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაადგენს.