წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას მანქანა დაიწვა.
როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, მანქანის აალება გიორგი ხარჩილავას შვილმა შენიშნა, რის შემდეგაც გამოიძახეს სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია.
შსს-ის ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსრკ 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.