წაგების გამო ხელები ზივზივაძეს შეაწმინდეს - ქართველი მეტოქესთან მაისურის გაცვლისთვის დუბლებში გადაიყვანეს #1TVSPORT
წაგების გამო ხელები ზივზივაძეს შეაწმინდეს - ქართველი მეტოქესთან მაისურის გაცვლისთვის დუბლებში გადაიყვანეს #1TVSPORT

უიპეშტთან“ მარცხის გამო, ბუდუ ზივზივაძე „ფეჰერვარისსათადარიგოებში დააქვეითეს – მიზეზი მეტოქესთან მაისურის გაცვლა და სტუმართა გულშემატკივრებისთვის პატივისცემის გამოხატვა აღმოჩნდა. სავარაუდოდ, ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ფეჰერვარის“ ფეხბურთელის რანგში ბოლო მატჩი ჩაატარა – მისი გუნდი შინ „უიპეშტთან“ 0:1 დამარცხდა და ხელები ქართველ თავდამსხმელს შეაწმინდეს. ინფორმაციას „ფეჰერვარის“ პრესსამსახური ადასტურებს. კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ზივზივაძე ძირითადი შემადგენლობიდან გარიცხეს.

„ორშაბათს საღამოს „უიპეშტთან” წაგების შემდეგ, ჩვენმა თავდამსხმელმა აშკარა უპატივცემულობა გამოავლინა კლუბის, ჩვენი გულშემატკივრებისა და თანაგუნდელების მიმართ, ამიტომ ის გაირიცხა პირველი გუნდიდან“, – წერია „ფეჰერვარის“ განცხადებაში.

2022 წლის გაზაფხულზე ქართველი თავდამსხმელი „უიპეშტში“ იჯარით წავიდა, სადაც შესანიშნავი პერიოდი ჩაატარა და უნგრეთის წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, მაგრამ შემდეგ კვლავ „ვიდში“ დაბრუნდა, რადგან ორი კლუბი ერთმანეთს ვერ შეუთანხმდა. მეოთხე ტურის გადადებული მატჩი გუნდებმა ორშაბათს ჩაატარეს და მიუხედავად იმისა, რომ ზივზივაძემ რამდენიმეჯერ სცადა, „უიპეშტის“ კარში გატანა ვერ მოახერხა. სასტვენის შემდეგ „ფეჰერვარის“ გულშემატკივრებს სურდათ, მაისურები ჩამოერთვათ ფეხბურთელებისთვის. ამ დროს ზივზივაძე „უიპეშტის“ ფეხბურთელებს ესაუბრებოდა, სტუმრების გულშემატკივრებს ტაშიც დაუკრა და ვინსენტ ონოვოს მაისურით გავიდა მოედნიდან, ამის ამსახველი ვიდეო ინსტაგრამზეც გამოქვეყნდა.

ცხადია, ბუდუს თანაგუნდელებთან შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, მაგრამ მატჩის შემდეგ მაისური გაცვლა და „უიპეშტის“ ქომაგებისთვის ტაშის დაკვრა გახდა მისი უპრეცედენტოდ მკაცრად დასჯის მიზეზი. ამან „ფეჰერვარის“ გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია – ჯერ გამოცემა Nemzeti Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბმა თავდამსხმელი ვარჯიშიდან სახლში გაგზავნა და შესაძლოა, ის პირველი გუნდიდან გაერიცხათ, საღამოს კი ეს ამბავი ოფიციალურად დადასტურდა.