ველური ბუნების დაცვის აქციის ფარგლებში პრემიერლიგის კლუბმა „ვულვერჰემპტონმა“ ერთი დღით მოაშორა თავის ლოგოს მგლის თავის სილუეტი.
ველური ბუნების მსოფლიოს დღე 3 მარტს აღინიშნებოდა. სწორედ ამ დღეს კლუბმა, რომლის მეტსახელია „მგლები“, გადაწყვიტა საზოგადოების ყურადღება მიეპყრო ცხოველთა ზოგიერთი სახეობის გადაშენების პრობლემისთვის.
„წარმოიდგინეთ სამყარო მგლების გარეშე… გიყვებით, ველური ბუნების დღეს რატომ ვთქვით ჩვენს სიმბოლოზე უარი“, – წერია კლუბის განცხადებში.
„ვულვერჰემპტონი“ ინგლისის პრემიერლიგაში მეექვსე ადგილზეა. გუნდი გასულია ევროპის ლიგის მერვედფინალში, სადაც „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება.