ვროცლავში პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა სახელობის მოედანი გაიხსნა
პოლონეთის ქალაქ ვროცლავში პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა სახელობის მოედანი გაიხსნა.
სკვერის გახსნის ცერემონიალი პოლონეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებიდან 101 წლისთავს მიეძღვნა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ქალაქ ბათუმის დელეგაცია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს პოლონეთის ქალაქ ვროცლავსა და ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.