რუსეთში, ვორონეჟში რუსეთის პრეზიდენტის „საფლავის ქვა“ დადგეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა „აგიტ რასია“ ავრცელებს.
საფლავის ქვაზე შემდეგი წარწერაა ამოტვიფრული: „პუტინი ზღაპრული ქურდი და მატყუარა, პოლიტიკური გვამი 1952-2019“.
მანამდე ვლადიმერ პუტინის საფლავის ქვა სანქტ-პეტერბუგსა და ეკატერინბურშიც გამოჩნდა. ამ ქვების დადგმისთვის აქტივისტები დააჯარიმეს და რამდენიმე დააპატიმრეს კიდეც.