ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ შეძლო ევროკავშირის ისე გაერთიანება, როგორც აქამდე არასდროს ყოფილა, ველოდებით მოკავშირეების გამბედაობას, რომ აღიარონ ეს რეალობა
უკრაინა ევროპის თავდაცვის საკვანძო ელემენტია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე და აღნიშნა, რომ უკრაინა უკვე არის ევროპის თავდაცვის მთავარი ელემენტი და ის ელოდება მოკავშირეების გამბედაობას ამის აღიარებისთვის.
„უკრაინამ შეძლო ევროკავშირის ისე გაერთიანება, როგორც აქამდე არასდროს ყოფილა. ჩვენ, უბრალოდ, ველოდებით მოკავშირეების გამბედაობას, რომ აღიარონ ეს რეალობა“, – განაცხადა ზელენსკიმ ლონდონში გამართულ უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციაზე.
კონფერენცია, დიდი ბრიტანეთის ორგანიზებით, 21-22 ივნისს იმართება. მონაწილეებს შორის არის არაერთი ევროპელი ლიდერი, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.