ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ქალაქ პოლტავის დაბომბვის შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემით, 41 ადამიანია დაღუპული
ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ქალაქ პოლტავის დაბომბვის შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემით, 41 ადამიანია დაღუპული

რუსეთის ძალებმა ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის ქალაქი პოლტავა დაბომბეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 41 ადამიანი, 180-ზე მეტი კი დაშავებულია.

ზელენსკის თქმით, ორი ბალისტიკური რაკეტით დარტყმა სასწავლო დაწესებულებისა და საავადმყოფოს შენობებზე განხორციელდა. ნაწილობრივ დანგრეულია კავშირგაბმულობის ინსტიტუტი, ნანგრევებში ხალხია მოყოლილი.

უკრაინის პრეზიდენტმა მომხდარის გარემოებების გამოძიების განკარგულება გასცა.

„სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ყველა აუცილებელი სამსახური. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც დარტყმის პირველივე წუთიდან ეხმარება ხალხს, მუშაობს სიცოცხლის გადასარჩენად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საჰაერო განგაშსა და რუსეთის დარტყმას შორის დროის იმდენად მცირე მონაკვეთი იყო, რომ რაკეტები მაშინ აფეთქდა, როდესაც მოქალაქეები თავშესაფრებში ჩადიოდნენ.