ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პუტინი დაკარგავს აფხაზეთს, დონბასს და სხვა დაპყრობილ რეგიონებს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი დაკარგავს აფხაზეთს, დონბასს და სხვა დაპყრობილ რეგიონებს.
ამის შესახებ ზელენსკიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„პრობლემა ისაა, როგორ შეეგუებიან შემდეგ ადამიანებს? ასეა ჩვენთანაც დონბასში, სადაც ბავშვებს ათი წელი ტვინს ურეცხავდნენ სკოლაში: ვინ ვართ, როგორი ნაცისტები ვართ… და როგორ მოვიქცეთ ამის შემდეგ? ეს არის პრობლემა. რა მოხდება სამი ან ხუთი თაობის შემდეგ? ესაა პრობლემა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის განმარტებით, დარწმუნებულია, რომ პუტინის გეგმები არ არის სტრატეგიული.
„სტრატეგია არის ის, რაც ას წელიწადში მოხდება სახელმწიფოსთან, რომელსაც ის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ხელმძღვანელობს. მე ნამდვილად არ ვარ რუსი ხალხის მრჩეველი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არის სტრატეგია. სტრატეგია – რა არ იქნება ჩემს შემდეგ. რა მოხდება ხუთ თაობაში, სად ვიქნებით? პუტინს განსხვავებული მიდგომა აქვს, რომ დღეს უნდა გვახსოვდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.