ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არის პუტინთან შესახვედრად და ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე სასაუბროდ, მაგრამ არა ულტიმატუმების შესასრულებლად
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად და ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე სასაუბროდ, მაგრამ არა ულტიმატუმების შესასრულებლად.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ გამოცემა „ლა რეპუბლიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ერთი თვეა, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. მე ამ შეხვედრისთვის ახლაც მზად ვარ, რის შესახებაც საჯაროდაც განვაცხადე. ჩვენ, ყველას გვჭირდება მშვიდობა. მზად ვართ, განვიხილოთ ცეცხლის შეწყვეტის პირობები, მშვიდობის პირობები, მაგრამ არ ვარ მზად, შევასრულოთ ულტიმატუმები“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.