ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ემანუელ მაკრონთან უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრა
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ემანუელ მაკრონთან უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრა

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა – ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრეს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს გააკეთა.

მისი თქმით, საფრანგეთის ლიდერს გააცნო უახლესი ცნობები ფრონტის ხაზიდან. ასევე, იმსჯელეს უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე.

ზელენსკის თქმით, ამ თემაზე მუშაობა ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსთან მიმდინარეობს.

„ევროპელების უმეტესობა ითხოვს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას და თუ ევროპელები ამას ითხოვენ, მაშინ პოლიტიკოსები, რომლებსაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებათ, ვერ დაუპირისპირდებიან ხალხს, საზოგადოებას და თავად ევროპის ისტორიის მსვლელობას“, – განაცხადა ზელენსკიმ.