ვოლოდიმირ ზელენსკის აცხადებს, რომ ევროკავშირის სამიტზე უკრაინის მნიშვნელოვან პარტნიორებს მიმართავს და ენერგეტიკის გამოწვევებზე ისაუბრებს
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის ევროკავშირის სამიტზე უკრაინის მნიშვნელოვან პარტნიორებს მიმართავს და ენერგეტიკის გამოწვევებზე ისაუბრებს.
„მონაწილეობას მივიღებ ევროკავშირის სამიტში, მივმართავ პარტნიორებს. საკვანძო თემა, რა თქმა უნდა, ენერგეტიკის გამოწვევები იქნება, უკრაინული და ევროპული. გაიმართა შეხვედრა ანდრეი ერმაკსა და საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის წარმომადგენლებთან ჩვენს ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვასთან დაკავშირებით. ვმუშაობთ უკრაინული ცის სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თვის განმავლობაში 233 ერთეული დრონი და ათეულობით რაკეტა ჩამოაგდეს.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის ასევე ესაუბრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. განიხილეს უსაფრთხოების გამოწვევები და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხი.