ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს მიმართა - რა გინდა ჩვენგან, დატოვე ჩვენი მიწა, დაჯექი ჩემთან ერთად, ოღონდ არა 30 მეტრის დაშორებით, როგორც მაკრონთან და შოლცთან
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებები ომის შეჩერების ერთადერთი გზაა.
აღნიშნულის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ჩვენ არ ვესხმით რუსეთს თავს და არ ვგეგმავთ რუსეთზე თავდასხმას. რა გინდა ჩვენგან? დატოვე ჩვენი მიწა. ახლა არ გინდა წასვლა? დაჯექი ჩემთან ერთად, ოღონდ არა 30 მეტრის დაშორებით, როგორც მაკრონთან, შოლცთან. მე ხომ მეზობელი ვარ, არ არის საჭირო ჩემთან 30-მეტრიანი დისტანციის დაჭერა. მე არ ვიკბინები, ნორმალური კაცი ვარ. დაჯექი ჩემთან, დამელაპარაკე. რისი გეშინია? ჩვენ არავის ვემუქრებით, ტერორისტები არ ვართ. ჩვენ არ ვიპყრობთ ბანკებს, არ ვიპყრობთ სხვის მიწებს“, – დასძინა ზელენსკიმ.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული მხარე მოლაპარაკებებზე ისეთ საკითხებს აყენებს, რომლებზეც კომპრომისი შეუძლებელია.
„არსებობს საკითხები. ჩვენ მზად ვართ ამ თემებზე ვისაუბროთ. რუსულ მხარეს დიდი ხანია, ჩამოყალიბებული აქვს პასუხები ამ კითხვებზე. რა აზრი აქვს კითხვების დასმას, თუ უკვე დიდი ხანია, გაქვს პასუხები? ამაშია ჯერ ამ დიალოგია სირთულე. რადგან არსებობს საკითხები, რომლებშიც უნდა მოიძებნოს რამე კომპრომისები, რომ არ იღუპებოდნენ ადამიანები, თუმცა არის საკითხები, რომლებშიც კომპრომისები არ არის. შეუძლებელია, უბრალოდ ადგე, წახვიდე და თქვა „დიახ, ეს თქვენი ქვეყანაა. უკრაინა რუსეთის ნაწილი“ – ეს უბრალოდ შეუძლებელია. რატომ გვთავაზობენ ამას? იქ არის პუნქტები, მე არ ვუდგები ამ ფორმულირებებს როგორც კონსტანტას, მიმაჩნია, რომ ეს ფორმულირებები სამართლიანია, თუ ის მხარე მზად არის, გაგვანადგუროს ამ საკითხების გამო, ეს ნიშნავს, რომ ისინი სამართლიანია ჩვენი დიალოგისთვის, რადგან მე მინდა შევაჩერო ეს ომი. ეს არის ფორმულირებების საკითხი, ჩვენი შეთანხმებების ბალანსისა და სურვილის საკითხი“, – აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნებისმიერ მოლაპარაკებებს აქვს აზრი.