ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ანდრეი კოსტინის გათავისუფლების დადგენილების პროექტი წარადგინა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ანდრეი კოსტინის გათავისუფლების დადგენილების პროექტი წარადგინა. შესაბამისი პროექტი რადას ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
22 ოქტომბერს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის შემდეგ ანდრეი კოსტინმა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ამას წინ უძღოდა რამდენიმე პროკურორის მიმართ კორუფციული ბრალდებები.
ანდრეი კოსტინი უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 2022 წლის ივლისში დაინიშნა.
როგორც გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ვის წარადგენენ კოსტინის შემცვლელად. კოსტინის გადადგომის შემდეგ მის მოვალეობას პირველი მოადგილე ალექსეი ხომენკო შეასრულებს.