ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოელ დიპლომატებს კიევში დაბრუნებისკენ მოუწოდა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოელ დიპლომატებს კიევში დაბრუნებისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოელ დიპლომატებს კიევში დაბრუნებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის 43-ე დღის ბოლოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„კიეველებთან ერთად უკრაინის დედაქალაქში ბრუნდებიან დიპლომატიური წარმომადგენლები, სხვა ქვეყნების დიპლომატები. გუშინ დაბრუნდა თურქეთის საელჩო. დღეს დაბრუნდა ლიეტუვის ელჩი. მანამდე, განაახლა მუშაობა სლოვენიის საელჩომ. გულწრფელად ვართ მადლიერები უკრაინის მეგობრების, რომლებიც ჩვენ ისე გვიჭერენ მხარს, როგორც ეს ახლაა საჭირო, დიპლომატიური ჟესტებით. ეს არის გამბედაობა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მოუწოდა სხვა ქვეყნების დიპლომატებს, ასევე დაბრუნდნენ კიევში.

„მე ველოდები თქვენთან შეხვედრას. ყველასთან, ვინც გამბედავია. დაბრუნდით. ეს აღნიშნავს, რომ კიევი რუსეთის გუბერნიის ქალაქი არ არის და ის უკრაინის დედაქალაქია“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.