ვოლოდიმირ ზელენსკიმ თხოვნით მიმართა უკრაინის იმ რეგიონის მცხოვრებლებს, სადაც ომი აქტიურად არ მიმდინარეობს, პატივი სცენ სამხედროების მუშაობას და დაეხმარონ მათ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თხოვნით მიმართა იმ რეგიონის მცხოვრებლებს, სადაც ომი აქტიურად არ მიმდინარეობს, პატივი სცენ სამხედროების მუშაობას და დაეხმარონ მათ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
„მნიშვნელოვანია ამის გაგება თითოეულ ჩვენს ქალაქში, თითოეულ სოფელში, სადაც ახლა მეტ-ნაკლებად სიმშვიდეა, სადაც დღეს მხოლოდ გაზაფხულის მშვიდი, მზიანი დღე იყო. ყოველი ასეთი მშვიდი დღე მიღწეულია ჩვენი ჯარისკაცების სასტიკი ბრძოლით, ყოველდღიური ბრძოლით. გთხოვთ, პატივი სცეთ ამას და ყოველთვის დაეხმაროთ ჩვენს მებრძოლებს, მაქსიმალურად მხარი დაუჭირეთ სახელმწიფოს და თავდაცვას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საჰაერო-სადესანტო ძალების მე-80 ბრიგადას „ბახმუტთან მტრის სამაგალითო განადგურებისთვის“.