ვოლოდიმირ ზელენსკიმ თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა
ჩვენ არასდროს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე, როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია თქვენი, თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ვოლოდიმერ ზელენსკიმ თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, გუშინ უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო და საქართველოც ამ გზაზეა.
„მინდა, რომ დღეს ჩემი ყველამ გაიგოს. ჩვენ თავისუფალი ადამიანები და თავისუფალი ქვეყნები ვართ და ეს სამუდამოა. მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებრძოლებთან ერთად რუსების წინააღმდეგ იბრძვიან. მათი წარმატება, ჩვენი საერთო წარმატებაა. მათი ჭრილობა, ჩვენი ჭრილობაა და ჩვენი გამარჯვება, თითოეული მათგანის გამარჯვება იქნება, ასევე ყოველი თქვენგანის. ჩვენ არასდროს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე, როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია თქვენი. თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით.
გუშინ უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, თქვენ ამ გზაზე ხართ. იარეთ – ჩვენ დაგეხმარებით! უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ! დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას. მართალია, ჩემი ქართული იდეალური არ არის, თუმცა ჩემი გრძნობა თქვენ მიმართ გულწრფელია. წარმატებას გისურვებთ! დიდება უკრაინას“, – განაცხადა ზელენსკიმ.