ვოლოდიმირ ზელენსკიმ საყოველთაო მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საყოველთაო მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. მობილიზაცია უნდა განხორციელდეს ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 90 დღის განმავლობაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.
„მობილიზაცია უნდა განხორციელდეს ვინიცას, ვოლინის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ჟიტომირის, კარპატების, ზაპოროჟიეს, ივანო-ფრანკოვსკის, კიევისა და კიროვოგრადის ტერიტორიაზე. ასევე ლუგანსკის, ლვოვის, ნიკოლაევის, ოდესის, პოლტავას, რივნეს, სუმის, ტერნოპოლის, ხარკოვის, ხრსონის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ჩერნივცის, ჩერნიგოვის რეგიონებში და დედაქალაქ კიევში“, – ნათქვამია განკარგულებაში.
სამხედრო მოსამსახურეების, რეზერვისტების გამოძახება და სამხედრო ფორმირებების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სატრანსპორტო საშუალებების ჩართვა სამობილიზაციო გეგმების შესაბამისად განსაზღვრული მოცულობებით განხორციელდეს.
მინისტრთა კაბინეტს დაევალა უზრუნველყოს დაფინანსება და მიიღოს სხვა ზომები საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებასთან და ჩატარებასთან დაკავშირებით.