ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანანდებობიდან გადადგომის შესახებ კირილ ტიმოშენკოს განცხადება დააკმაყოფილა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი განცხადება მან „ტელეგრამის“ არხზე გამოაქვეყნა. ამასთან, მას თანამდებობიდან წასვლის მიზეზები არ დაუკონკრეტებია.
„მადლობა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობისთვის და ყოველდღე და ყოველ წუთს კეთილი საქმეების კეთების შესაძლებლობისთვის. მადლობა საოლქო სამხედრო ადმინისტრაციების თითოეულ ხელმძღვანელს. ჩვენ შევძელით ქვეყანაში საერთო გუნდის აშენება. თქვენ ნამდვილად მაგრები ხართ. თქვენ სინათლის ნამდვილი მეომრები ხართ!“ – წერს ტიმოშენკო.
აღსანიშნავია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ კირილ ტიმოშენკო, მის მიერ წარდგენილი განცხადების თანახმად, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა. პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება უკვე გამოქვეყნდა.