ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი თანაშემწე სერგეი შეფირი და რამდენიმე მრჩეველი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი პირველი თანაშემწე სერგეი შეფირი და რამდენიმე მრჩეველი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი განკარგულებები უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც უკრაინული მედია წერს, სერგეი შეფირი ზელენსკის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი იყო.
შეფირის გარდა, გათავისუფლებულებს შორის არიან ზელენსკის მრჩევლები მიხაილ რადუცკი, სერგეი ტროფიმოვი და ოლეგ უსტენკო.
ამას გარდა, განკარგულებებიდან ირკვევა, რომ ზელენსკიმ დაითხოვა მოხალისეთა საქმიანობისა და უკრაინის დამცველთა უფლებების უზრუნველყოფის საკითხებში პრეზიდენტის ოფისის შტატგარეშე წარმომადგენლები ნატალია პუშკარევა და ალიონა ვერბიცკაია.