ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი ახალი მრჩეველი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ორი მოადგილე დანიშნა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ორი ახალი მრჩეველი ჰყავს.
ამასთან, ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ორი ახალი მოადგილე დანიშნა.
პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დმიტრი ლიტვინი დაინიშნა პრეზიდენტის მრჩევლად კომუნიკაციების საკითხებში, ხოლო ალექსანდრ კამიშინი – სტრატეგიულ საკითხებში. ამასთან, ვიქტორ მიკიტა დაინიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილედ. ამავე თანამდებობას დაიკავებს ყოფილი ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი.