ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორ გენერალს წოდება ჩამოართვა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორ გენერალს წოდება ჩამოართვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ორ გენერალს წოდება ჩამოართვა.

მისი თქმით, მას ახლა საკმარისი დრო არ აქვს უკრაინის ყველა მოღალატესთან გასამკლავებლად, მაგრამ ძალოვან სტრუქტურებს ეტაპობრივად გაასუფთავებს.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, გენერლის წოდება ჩამოერთვათ შიდა უსაფრთხოების მთავარი დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ანდრეი ნაუმოვს და ხერსონის ოლქში სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, სერგეი კრივურუჩკოს.

ზელენსკიმ ამ პიროვნებებს „ანტიგმირები“ უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთი ადამიანები უკრაინისთვის დადებულ ფიცს არღვევენ.