უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ პრეზიდენტი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს.
„შეხვედრაზე გავაანალიზეთ ფრონტის ყველა პოზიციაზე არსებული მდგომარეობა, მოვუსმინეთ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელს, ბუდანოვს და ვიცით უახლოეს მომავალში მტრის ყველა გეგმის შესახებ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს სამხედრო დანაყოფებს შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის განაწილების კიდევ უფრო უკეთესი სქემის შემუშავებაზე.