ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით, უკრაინაში ნაციზმზე გამარჯვების და ხსოვნის დღე 8 მაისს აღინიშნება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით, უკრაინაში ნაციზმზე გამარჯვების და ხსოვნის დღე 8 მაისს აღინიშნება.
კანონის განმარტებაში ნათქვამია, რომ უკრაინა, როგორც ცივილიზებული, მშვიდობისმოყვარე და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო, პატივს სცემს ყველას გმირობის ხსოვნას, ვინც ნაციზმს ებრძოდა, ასევე ყველა მსხვერპლს, ვისაც შეეხო ომი.
განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის მოქალაქეებისთვის ვალდებულებაა, ახსოვდეთ, რამხელა დანაკარგის ფასად იქნა მიღწეული გამარჯვება ნაციზმზე.
ევროპულ სახელმწიფოებში ეს გამარჯვება ყოველწლიურად 8 მაისს აღინიშნება, ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციის დღეს.