ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს აქტივების აღდგენისა და მართვის სააგენტოს რეფორმის შესახებ, რომელიც ევროკავშირის წინაშე შეუსრულებელი სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს აქტივების აღდგენისა და მართვის სააგენტოს რეფორმის შესახებ, რომელიც ევროკავშირის წინაშე შეუსრულებელი სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს უკრაინის აქტივების აღდგენისა და მართვის სააგენტოს (ARMA) რეფორმის შესახებ.

ეს ერთ-ერთია იმ სამი შეუსრულებელი რეფორმიდან, რომელიც საჭიროა შესრულდეს Ukraine Facility-ს მექანიზმის ფარგლებში ევროკავშირისგან ტრანშის სრულად მიღებისთვის.

კანონი უკრაინის აქტივების აღდგენისა და მართვის სააგენტოს ხელმძღვანელისთვის ახალ მოთხოვნებს ითვალისწინებს, კერძოდ: საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით შერჩევის პროცედურას, აქტივების მართვის გამჭვირვალე მექანიზმსა და აქტივების გადაცემაზე კონტროლს.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ არ შეასრულა ევროკავშირისთვის დაპირებული 16-დან სამი რეფორმა, რის გამოც Ukraine Facility-ს მექანიზმის ფარგლებში მეოთხე ტრანში იქნება უფრო მცირე ოდენობის, ვიდრე იგეგმებოდა.