ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, უკრაინა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს არ გამართავს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, უკრაინა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს არ გამართავს

​უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, უკრაინა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს არ გამართავს. შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის ლიდერის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

პრეზიდენტის ბრძანებულებები ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან. რუსეთის მოქმედ პრეზიდენტთან მოლაპარაკებების წარმოების შეუძლებლობაზე საუბარია უსაფრთხოების საბჭოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის პირველ პუნქტში.

უკრაინის ოთხი რეგიონის ნაწილის ანექსია ვლადიმერ პუტინმა 30 სექტემბერს გამოაცხადა. ასევე, 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინას მოლაპარაკება შესთავაზა. იმავე დღეს გაიმართა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა. შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან თანაარსებობაზე შეთანხმება შეუძლებელია და კიევი დიალოგს რუსეთის სხვა პრეზიდენტთან გამართავს.