ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის არ დაუსახელებია კონკრეტულად კურსკის რეგიონი. მისი თქმით, მათ ახლა ომი აგრესორის ტერიტორიაზე გადააქვთ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ რუსეთში მიმდინარე ოპერაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურთან, ალექსანდრ სირსკისთან განიხილა.
„უკრაინა ამტკიცებს, რომ მას ნამდვილად შეუძლია სამართლიანობის აღდგენა და აგრესორზე საჭირო ზეწოლა“, – თქვა ზელენსკიმ.