ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი უკრაინაში მიიწვია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობა და უკვე ტრადიციული ბრიტანული ლიდერობა დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაში, მომავალშიც მხოლოდ გაძლიერდება. მოვიწვიე ახალი პრემიერ-მინისტრი უკრაინაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
რიში სუნაკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დღეს ოფიციალურად დაინიშნა. მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლიზ ტრასი შეცვალა, რომელიც პრემიერის პოსტის დაკავებიდან 45 დღეში გადადგა. სუნაკი პოლიტიკაში 2015 წლიდან არის.