ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაბული ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, რუსული გავლენის მიუხედავად, უკრაინელებს დაეხმარონ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაბული ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, რუსული გავლენის მიუხედავად, უკრაინელებს დაეხმარონ.
განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მიმდინარე არაბული სახელმწიფოების ლიგის სამიტზე გამოსვლისას გააკეთა.
უკრაინის პრეზიდენტმა შეახსენა არაბ ლიდერებს საუდის არაბეთის როლის შესახებ, რომელიც ამ სახელმწიფომ უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებაში შეიტანა.
ზელენსკიმ ასევე თქვა, მიუხედავად იმისა, რომ სამიტზე იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვაგვარად აფასებენ უკრაინაში მიმდინარე ომს და მას „კონფლიქტს“ უწოდებენ, მათ მაინც შეუძლიათ გაერთიანება რუსეთის ტყვეობიდან ადამიანების გათავისუფლების იდეის გარშემო.
ვოლოდიმირ ზელენსკი ჯედაში ყოფნისას უკვე შეხვდა საუდის არაბეთის პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს.
შეგახსნებთ, რომ არაბული სახელმწიფოების ლიდერების სამიტს ჯედაში ასევე ესწრება სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი.