ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გაერო-ს შეუძლია, „აზოვსტალის“ ქარხნის განბლოკვაა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გაერო-ს შეუძლია, „აზოვსტალის“ ქარხნის განბლოკვაა

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გაერო-ს შეუძლია, ეს „აზოვსტალის“ ქარხნის განბლოკვაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, გაერო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ზელენსკი ამბობს, მას სჯერა, რომ ქარხანაში მყოფი ხალხის სახლში დაბრუნება შესაძლებელია.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც გაერო-ს შეუძლია, ეს არის „აზოვსტალის“ ქარხნის განბლოკვა, რომ ადამიანების სიცოცხლე ვიხსნათ. ჩვენ ამ საკითხის განხილვას დიდი დრო დავუთმეთ. მჯერა და მწამს, როგორც „აზოვსტალში“ მყოფი მოქალაქეებს ახლობლებს და ნათესავებს, რომ გაერო-ს გენერალური მდივანი და ჩვენ შევძლებთ წარმატებული შედეგის მიღწევას, რომ ადამიანები სახლებში ცოცხლები დაბრუნდნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ

ამავე პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინაში შეიძლება, ჩატარდეს არა ერთი ფსევდო რეფერენდუმი, თუმცა არც უკრაინა და არც დანარჩენი სამყარო მათ შედეგებს არ აღიარებს.