ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც საერთო ღირებულებებს იზიარებს, ევროპული ოჯახის წევრი უნდა იყოს, ეს ეხება საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ბელარუსს, ბალკანეთს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც საერთო ევროპულ ღირებულებებს იზიარებს, ევროპული ოჯახის წევრი უნდა იყოს.
მისი თქმით, ეს ეხება საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ბელარუსს, ბალკანეთის ქვეყნებს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.
„მსოფლიომ ევროპის ეფექტიანობა იხილა, ჩვენი შესაძლებლობა, ვიპოვოთ სწორი გადაწყვეტილება სწორ დროს. ევროკავშირმა უკრაინისთვის მოლაპარაკებების ჩარჩო დაამტკიცა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყო. მადლობა ამისთვის. ევროპის ისტორიული არჩევანია და მე დარწმუნებული ვარ, ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც იზიარებს საერთო ევროპულ ღირებულებებს, უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი. ეს ეხება უკრაინას, მოლდოვას, ბალკანეთის, საქართველოს მოსახლეობას. დარწმუნებული ვარ, დადგება საქართველოს დროც, ასევე დარწმუნებული ვარ, იქნება გადაწყვეტილებები ბელარუსთან დაკავშირებითაც, რადგან ბელარუსები ასევე ევროპული ერია, რომელიც მომავალში ერთიან ევროპაში უნდა იყოს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.