ვოლოდიმირ ზელენსკი - ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, ვიმედოვნებთ, რომ განვავითარებთ თანამშრომლობას ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, ვიმედოვნებთ, რომ განვავითარებთ თანამშრომლობას ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ განვავითარებთ ჩვენს თანამშრომლობას ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის და კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ“, – წერს ზელენსკი „ტვიტერის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მიიღო.