ვოლოდიმირ ზელენსკი - ვხედავთ პარტნიორების მხრიდან სანქციების გახანგრძლივებულ პაუზას, რუსეთის მიმართ სანქციები უნდა განახლდეს
რუსეთის მიმართ სანქციები უნდა განახლდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს სამი პრიორიტეტი: შემდგომი სანქციები რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ, ტერორისტებისთვის მიკროელექტრონული საშუალებების მიწოდების რეალური შეზღუდვები და რუსული ფინანსური სექტორის შემდგომი ბლოკირება. ამჟამად, ჩვენ ვხედავთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან სანქციების გახანგრძლივებულ პაუზას და რუსეთის ზედმეტად აქტიურ მცდელობებს, რომ სანქციებს გვერდი აუაროს. მსოფლიოში რუსეთის მიმართ სანქციები უნდა განახლდეს. სანქციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის, ყველას ვინც ეხმარება უკრაინელებს დაძლიონ რუსული ტერორის შედეგები.