ვოლოდიმირ ზელენსკი - ვინმეს თუ ძალიან სურს სახელმწიფოსთვის მუშაობისგან დასვენება, სახელმწიფოც დაისვენებს ასეთი ადამიანებისგან
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვინმეს თუ ძალიან სურს სახელმწიფოსთვის მუშაობისგან დასვენება, სახელმწიფოც დაისვენებს ასეთი ადამიანებისგან

ვინმეს თუ ძალიან სურს სახელმწიფოსთვის მუშაობისგან დასვენება, სახელმწიფოც დაისვენებს ასეთი ადამიანებისგან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„კიევი. უმაღლეს რადას ერთი დეპუტატი გამოაკლდა. ეს სამართლიანია. ახლა ასევე სამართლიანად ვიტყვი: ნებისმიერი ჩინოსნის, ნებისმიერი დეპუტატის თითოეული განზრახვა, წავიდეს საზღვარგარეთ, უნდა შემოწმდეს ბოლო წამამდე. ვინმეს თუ ძალიან სურს სახელმწიფოსთვის მუშაობისგან დასვენება, სახელმწიფოც დაისვენებს ასეთი ადამიანებისგან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის დეპუტატის სახელი არ დაუკონკრეტებია, თუმცა საუბარია მისი პარტიის წევრ დეპუტატზე, იური არისტოვზე, რომელიც ივლისში მალდივების კუნძულებზე შენიშნეს.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თათბირზე განიხილეს სამხედრო კომისარიატების შემოწმების საკითხიც.

თავისი გუშინდელი ვიდეომიმართვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში ჩაწერა, რომელზეც გასული კვირის ბოლოს რუსეთის სარაკეტო იერიში განხორციელდა.